რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა

მიმოხილვა

UNDP Georgia
ზუგდიდის ცენტრი, დასავლეთ საქართველო. მაისი 2011. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო,ავსტრიული განვითარების სააგენტოშვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად, მიზნად ისახავს რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობას ცენტრალური და ადგილობრივი ადმინისტრაციების გაძლიერების მეშვეობით. პროექტი წარმოადგენს გაეროს განვითარების ფართო ინიციატივის ერთ-ერთ ნაწილს, რომელიც მხარს უჭერს საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის რეფორმას და რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან პარტნიორობით ხორციელდება.

რას ვაკეთებთ

ჩვენ მხარს ვუჭერთ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმას ნაციონალურ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე:

  • ხელს ვუწყობთ ინსტიტუტებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეფორმის დაგეგმვისა და წარმატებულად განხორციელების პროცესში;
  • ვეხმარებით რეგიონულ და ადგილობრივ ადმინისტრაციებს იმ უნარ-ჩვევების შეძენაში, რომელიც მათ დაეხმარებათ საკუთარი საქმიანობის ეფექტურად და პროფესიულად წარმართვაში;
  • მხარს ვუჭერთ ადგილობრივი თემებისა და მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 

შედეგები ამ დროისთვის



  • მომზადდა ადგილობრივი თვითმართველობის რეფორმის პროექტი;
  • შემუშავდა ქართლის, რაჭა, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონული განვითარების სტრატეგიები;
  • დაინერგა სასწავლო კურსი, რომელიც რეგიონულ და ადგილობრივ საჯარო მოსამსახურეებს ამზადებს დეგეგმვაში, ბიუჯეტის განკარგვასა და მენეჯმენტში.

ვინ აფინანსებს

2012
UNDP                 
US$    100,000   
2013
SDC                   
US$    769,000
ADA US$    300,000
2014
SDC US$ 1,000,000
ADA US$    500,000
2015
SDC US$ 1,300,000
ADA US$    500,000
2016
SDC US$ 1,042,888
ADA US$    357,112
2017
SDC US$    342,112

დახარჯული თანხები

2013 US$  878.296.05
2012 
US$   83.538.97
დეტალური ინფორმაცია
სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
დეკემბერი 2012
დასრულების თარიღი:
მაისი 2017
გეოგრაფიული არეალი:
ეროვნული
პარტნიორები:
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი, მუნიციპალიტეტები, ადგილობრივი ასოციაციები
პროექტის დოკუმენტი
საკონტაქტო პირი UNDP-ში

ნათია ნაცვლიშვილი

პროგრამების ხელმძღვანელი

natia.natsvlishvili@undp.org